რიო ფერდინანდი: მომღიმარი იოზილი ბოლოს 18 თვის წინ ვნახე და ახლა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა კომენტარი გააკეთა "არსენალის" ნახევარმცველ მესუთ იოზილის შესახებ, რომელიც "წითელ ეშმაკებთან" მოგებულ მატჩში (2:0) ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"ამ შეხვედრასა და არტეტას მუშაობას იოზილის გადმოსახედიდან ვაფასებ. მე მგონი, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში პირველად ვნახე მომღიმარი. ვთვლი, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მას ვარჯიშები მოსწონს.

"არსენალმა" ის დისციპლინა აჩვენა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხედავდით. მათ სტრუქტურა ჰქონდათ, რომელმაც ფეხბურთელებს დამაჯერებლობა შემატა. ისინი უფრო სწრაფები და ძლიერები იყვნენ.

როცა მწვრთნელის გჯერა, ეს აუცილებლად ახდენს გავლენას შენს თამაშზე.
არტეტასა და ფეხბურთელებს შორის დიალოგი უნდა შემდგარიყო, რომლის დროსაც მწვრთნელმა თითოეულს უთხრა: "შენი ჩემი ბიჭი ხარ", - განაცხადა ფერდინანდმა BT Sports-ის პირდაპირ ეთერში.

altფეხბურთში "ეშლება", სიკეთეში არა - იოზილმა სიკვდილს 100-ობით ბავშვი გადაარჩინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული