ფენომენალურმა "ლივერპულმა" ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო - 37-დან 32 მოგება და 5 ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "შეფილდ იუნაიტედი" 2:0 დაამარცხა.

სალაჰს ზედიზედ მეხუთე სეზონში ინგლისის ჩემპიონტზე 10+ გოლი გააქვს.

ნახევარმცველმა კეიტამ მოთელვაზე ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მის ნაცვლად სასტარტოში მილნერი დააყენა.

მანემ გასული სეზონის დასაწყისიდან საშინაო შეხვედრებში 25 გოლი გაიტანა - უფრო მეტი მხოლოდ მესიმ და მბაპემ გაიტანეს.

"ლივერპული" 58 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლესტერს" 13 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 11 იანვარს სტუმრად "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

მცველმა რობერტსონმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე მე-17 საგოლე
გადაცემა გააკეთა - უფრო მეტი, 20 პასი მხოლოდ მისი თანაგუნდელის, ალეკსანდერ-არნოლდის ანგარიშზეა.

"ლივერპულმა" პრემიერლიგაში უკანასკნელი 37 მატჩიდან 32 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა.

ლივერპული. "ენფილდი". 53 321 მაყურებელი
ლივერპული - შეფილდ იუნაიტედი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (4), 2:0 მანე (65)
მკითხველის კომენტარები / 5 /
გვარდიოლა მაგარია, 100 მილიონიანი ფეხბურთელებით, ნაღდი დიდი მწვრთნელი არის კლოპი, რომელმაც ამ შემადგენლობით წარმოუდგენელ სიმაღლეზე აიყვანა ლივერპული, ამას ამ შემადგენლობით პეპე ნაღდად ვერ იზამდა, გვარდიოლას ისეთი ხალხი ჰყავდა მაშინ, რასა ეპოქალური ფეხბურთელები ჰქვია, მარტო ჩავი-ინიესტა რად ღირდა, პლუს მესი, ასე რომ, კლოპო ბევრად უფრო დიადია, ვიდრე გვარდიოლა, ბ ე ვ რ ა დ!!!
ბმბ
14:33 03-01-2020
2
გვარდიოლას ბარსას შემდეგ ალბათ საუკეთესო გუნდია
Homer
03:53 03-01-2020
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული