ალიშერ უსმანოვი: რატომ არ უნდა დავარქვა "გუდისონს" "უსმ არენა"?

AutoSharing Option
რუსმა ოლიგარქმა ალიშერ უსმანოვმა "არსენალის" აქციების გაყიდვასა და "ევერტონში" ინვესტიციების შესაძლო განხორციელებაზე ისაუბრა.

"არსენალის" ძირითად აქციონერ სტენ კრონკესთან ერთად რომ მემუშავა, აუცილებლად გაცილებით მეტს მივაღწევდით. თუმცა, დიდი გამარჯვებების დრო მოვა და "არსენალის" გულშემატკივრები სტადიონზე დაბრუნდებიან.

"ევერტონის" მფლობელმა ფარჰად მოშირიმ კლუბის სპონსორობა რომ მთხოვოს? დიახ, დიდი სიამოვნებით. ამ კლუბში ინვესტიციების განხორციელებაზე ვფიქრობ. "არსენალზე" უარს ვერ ვიტყვი, მის ფანად დავრჩები, მაგრამ თუ ინვესტიციებს "ევერტონში" განვახორციელებ, მის მაისურას ჩავიცვამ, რადგან პროფესიონალი ვარ.

მათ ახალი სტადიონის აშენება გადაწყვიტეს. რატომ არ უნდა დავარქვათ "უსმ არენა"?
ჩემთვის მმართველობაში მონაწილეობა აუცილებელი არ არის, უბრალოდ მათი სპონსორობა შემიძლია.

რა არის სიყვარულის წამალი? ახალი სიყვარული. თუ ვიფიქრებ როგორც მუსლიმი, რომელსაც შეუძლია ოთხი მეუღლე ან ჰარემი ჰყავდეს... მიყვარს "არსენალი", მაგრამ იქ წარმატებას ვერ მივაღწიე. რა შემიძლია გავაკეთო? თუმცა, მიმაჩნია, რომ უსმანოვის გარეშე "არსენალმაც" რაღაც დაჰკარგა", - განუცხადა უსმნოვმა Financial Times-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სწორი აქცენტით დაიწყე და როგორც ცუდად დაამთვრე კომენტარი. ნებისმიერი ადამიანის მიმართ ფანატიზმი ცუდია, მესი იქნება თუ რონალდო... თუ... ფანობა თავუსთავად უკვე სუბიექტურობას, არაობიექტურობას ნიშნავს. ამით განსხვავდება ფანობა გულშემატკივრობისგან ;)
Aburjga-ს
16:17 04-01-2020
2
ასე აგიჟებს დაუმსახურებელი და პიროვნებასათან შეუსაბამო წარმატება ზოგიერთს! აგერ გვყავს ამ უსმანოვის ანტიპოდი კაცი ლეგენდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელ თავის ფულს საქართველოს, საქართველოს, საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად ახარჯავს!
aburjga
11:49 04-01-2020
18
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული