უსმანოვმა კლუბში 20 მლნ დოლარის ინვესტიცია დააბანდა.
"წელს "ფახთაქორი" ყველას ახარებს. ალიშერ უსმანოვის წყალობით, პრაქტიკულად, ყველაფერი შეიცვალა: მენეჯმენტი, მწვრთნელები, ფილოსოფია", - თქვა გუნდის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ.
უახლოეს მომავალში კლუბის სტადიონის მოდერნიზაციას გეგმავენ. პროექტი 100 მლნ დოლარადაა შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ ადრე უსმანოვმა "არსენალის" საკუთარი აქციების წილი გაყიდა. რუსი ბიზნესმენის ქონება დღეისთვის 12.5 მლრდ დოლარით ფასდება.
Financial Times: კრონკემ უსმანოვისგან "არსენალის" 615 მლნ-ის აქციები შეიძინა