"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვულვზს" ორი ფეხბურთელის შესაძენად მიმართა

AutoSharing Option
goal.com-ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვულვერჰემპტონს" ორი ფეხბურთელის: საყრდენისა და ფორვარდის ყიდვის სურვილით მიმართა.

გამოცემის თქმით, მანჩესტერელებს რაულ ხიმენესისა და რუბენ ნევესის ყიდვა სურთ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. 

საყრდენი ნევესის ყიდვა სოლსკიაერს პოლ პოგბასა და მაკტომინის ტრავმის გამო სურს, რადგან მოედნის ცენტრში, ფაქტობრივად, ფრედის შემცვლელი არ ჰყავს.

ხოლო რაც შეეხება თავდამსხმელ ხიმენესს, მისი შეძენა ლუკაკუსა და სანჩესის წასვლით არის გამოწვეული, "ეშმაკებს" თავდასხმის გაძლიერება სურთ.

როგორც ხიმენესმა, ისე ნევესმა პრემიერლიგაში 21-21 შეხვედრა ჩაატარეს. ფორვარდმა 8 გოლი გაიტანა, საყრდენმა კი 2.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული