The Athletic-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად დონეცკის "შახტარის" 23 წლის მცველ ნიკოლაი მატვიენკოს განიხილავს.
მატვიენკომ უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6-ვე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს.
მატვიენკო დავით ხოჭოლავას პირდაპირი კონკურენტია, სწორედ ის უწყვილდება ხოლმე ყველაზე ხშირად უკრაინის ნაკრების ძირითად მცველ კრივცოვს.