"მანჩესტერ სიტიმ" ლიგის თასზე "მანჩესტერს" სტუმრად 3:1 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 იანვარს, ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" 3:1 დაამარცხა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 29 იანვარს "ეტიჰადზე" გაიმართება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველ ტაიმში საკუთარ მოედანზე 3 გოლი უკანასკნელად 1997 წლის მაისში გაუშვა (მიდლსბროსთან" შეხვედრაში), საერთოდ კი 3 გოლი შესვენებამდე ბოლოს 2018 წლის აგვისტოში გაუშვა (ბრაიტონთან).

თავდამსხმელმა მარკუს რეშფორდმა "ქალაქელებს" კარიერაში მეოთხე გოლი გაუტანა - მეტი, 5 გოლი მხოლოდ "ჩელსის" კარში აქვს გატანილი. მთლიანობაში, ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 17 გოლია. მეტი ინგლისში მხოლოდ რაჰიმ სტერლინგმა
გაიტანა (20).

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 69 023 მაყურებელი
მანჩესტერი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (17), 0:2 მარეზი (33), 0:3 პერეირა (38, საკ. კარში), 1:3 რეშფორდი (70)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული