ცნობილი გახდა, თუ რა თანხას გამოიმუშავებს "ლივერპული" ამერიკულ კომპანია Nike-თან ახალგაფორმებული კონტრაქტის თანახმად.
მერსისაიდელები Nike-სგან, როგორც ახალი ტექნიკური სპონსორისაგან, წელიწადში 80 მილიონ ფუნტს (94 მილიონი ევრო) მიიღებენ. აღნიშნული თანხა რეკორდულია ინგლისის პრემიერლიგისათვის და ის მხოლოდ "რეალისა" (115 მლნ) და "ბარსელონას" (117 მლნ) კონტრაქტებს ჩამორჩება.
"ლივერპულის" წინა სპონსორი New Balance-ი იყო, რომლისაგანაც "წითლები" ერთ წელში 45 მილიონ ფუნტს იღებდნენ. Nike-თან მიღწეული შეთანხმება ძალაში 1-ლი ივნისიდან შევა.
აქამდე ინგლისის პრემიერლიგაში რეკორდული კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰქონდა, რომელიც adidas-ისგან წლიურად 75 მილიონ ფუნტს იღებდა.