18 იანვარს, პრემიერლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერ სიტი"მოულოდნელად სახლში დაუზავდა "კრისტალ პალასს" - 2:2.
მასპინძლები თავიდან აგებდნენ, შემდეგ აგუერომ დუბლით დააწინაურა, თუმცა ბოლოს მათმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შეგახსენებთ, გასულ ტურში ბირმინგემში" "ასტონ ვილას" განადგურების (6:1) შემდეგ "ქალაქელებმა" მილანიდან 22 მოდელი ჩაიყვანეს და გვარიანად მოულხინეს.
"სიტი" 48 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 13 ქულით ჩამორჩება და 21 იანვარს სტუმრად "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
აგუერომ პრემიერლიგაზე 179 გოლი გაიტანა, ფრენკ ლამპარდს გაასწრო და ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში მეოთხე ბომბარდირია - ალან შირერის რეკორდამდე 81 გოლი აკლია.