"ბარსელონა" მზადაა ივან რაკიტიჩი "მანჩესტერს" 20 მილიონად მიჰყიდოს

AutoSharing Option
"მანჩესტერი" "ბარსელონას" 31 წლის ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის სამსახურით დაინტერესდა, - ირწმუნება ESPN.

"იუნაიტედმა" უკვე მიმართა "ბარსას" ხორვატი ფეხბურთელის თაობაზე და კატალონიური კლუბი მზადაა 20 მილიონ ევროდ მიჰყიდოს.

თუმცა ჯერ კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან. თავად რაკიტიჩს და მის ოჯახს ესპანეთის დატოვება არ უნდათ.

რაკიტიჩს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ლა ლიგის 15 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსამ , რომ იტყვიან შეუკიკინა რაკიტიჩს. რაკიტიჩს ყიდიან ბარსას ერთგულ მოთამაშეს და მოყავთ იმავე ასაკის მოთამაშები, ვერ გავიგე სად არის ლოგიკა. შეეშვით ივან რაკიტიჩს.
0

სიახლეები პოპულარული