"ვუდვორდი უნდა მოკვდეს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები კლუბის ვიცე-პრეზიდენტის სახლს თავს დაესხნენ [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდის ჩეშირში განთავსებულ სახლს დღეს, 29 იანვრის ღამით დაესხნენ თავს.

ფანები სახლის ეზოში ფეიერვერკებს ისროდნენ. თავდასხმის ვიდეო ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა და დააწერა: "ვუდვორდი უნდა მოკვდეს".


ვუდვორდი და მისი ოჯახი თავდასხმის დროს შენობაში არ იმყოფებოდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" განცხადებაში აღნიშნა, პოლიციასთან ერთად ყველაფერს აკეთებენ პირების იდენტიფიკაციისათვის და  ვინც ამ ქმედებებში დამნაშავედ გამოცხადდება, მას სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალავენ "წითლების" მატჩებზე დასწრებასო.

ფანები კი უკმაყოფილებას არ მალავენ გუნდის მფლობელი ოჯახის - გლეიზერების მიმართ და 1-ელ თებერვალს, "ვულვზთან"
გასამართი მატჩის დროს პროტესტის ნიშნად ტრიბუნების დატოვებას აპირებენ.

altსოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად უფრო მეტი მატჩი წააგო, ვიდრე მოიგო - ფერდინანდს კი პესიმისტური მოლოდინები აქვს

altრა ეღირსა "ბარნლის"! - სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული