"ჩელსი" "ნაპოლისთან" დრის მერტენსის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
"ჩელსი" "ნაპოლისთან" 32 წლის თავდამსხმელ დრის მერტენსის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

ლონდონურ კლუბს ბელგიელი ფორვარდის ახლავე და არა ზაფხულში შეძენა სურს და მზადაა, 7 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ნაპოლის" ჯერ "ჩელსის" წინადადება არ მიუღია. იტალიურ კლუბს უნდა, მერტენსი გაყიდოს და სეზონის ბოლომდე იჯარით დაიტოვოს, მაგრამ ეს ვარიანტი "არისტოკრატებს" არ აწყობს.

მერტენსს "ნაპოლისთან" კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი სერია A-ს 16 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული