"ტოტენჰემ ჰოთსპურს" მადრიდის "რეალის" უელსელი გარემარბის, გარეთ ბეილის შეძენა დღეს, 31 იანვარს სურს.
The Times-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შეთანხმება ღამის 12 საათამდე შესაძლებელია.
"დეზების" პრეზიდენტი დენიელ ლევი მადრიდში გაფრინდა "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან შესახვედრად.
უელსელი "ტოტენჰემის" რიგებში 2007-13 წლებში გამოდიოდა, "რეალში" კი იმ დროისთვის სარეკორდო თანხად - 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.