"მანჩესტერ იუნაიტედმა" "შანხაი შენხუას" ნიგერიელი ფორვარდის იჯარა ოფიციალურად დაადასტურა.
ოდიონ იგალო "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე იქნება.
პირველი კომენტარი ინგლისური გრანდის მთავრმა მწვრთნელმა ოლე-გუნნარ სოლსკაიერმა გააკეთა:
"ოდიონი - გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც დამატებით უპირატესობას მოგვცემს შეტევაში, რამდენადაც ის ცენტრალური თავდამსხმელის განსხვავებული ტიპია.
მიმდინარე სეზონში შანხაი შენხუაში იგალომ 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა.