გამოუყენებელი პენალტი, გაძევება - მოურინიომ გვარდიოლას დუელი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს, პრემიერლიგის 25-ე ტურში, "ტოტენჰემმა" სახლში 2:0 სძლია "მანჩესტერ სიტის".

37-ე წუთზე, სერჟ ორიესთან კონტაქტის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში სტუმართა გუნდის თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაეცა და მსაჯმა მაიკ დინმა პენალტი დანიშნა, რომელიც მეკარე უგო ლორისმა მოიგერია, დამატებაზე მან რაჰიმ სტერლინგი წააქცია, მაგრამ არბიტრმა მეორე თერთმეტმეტრიანი აღარ დადო.

მე-60 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "სიტი" რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა ოლეკსანდრ ზინჩენკომ, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიოს გუნდმა 2 გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

"მანჩესტერ სიტი" 51 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო "ტოტენჰემი" - 37
ქულით მეხუთეზე და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულაღა აშორებს.

სონმა "ქალაქელების" კარი კარიერაში მეხუთედ დალაშქრა - უფრო მეტი, 6 გოლი მხოლოდ "ლესტერის" ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ გაუტანა.

"სიტიმ" ბოლო 6 პენალტიდან 4 ვერ გამოიყენა, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი და 2016/17 წლების სეზონის მერე პირველად განიცადა ჩემპიონატზე 6 მარცხი.

სადებიუტო მატჩში გოლი 29 იანვარს პსვ-დან შეძენილმა 22 წლის ნახევარმცველმა სტევენ ბერგვეინმა გაიტანა.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 61 022 მაყურებელი
ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 ბერგვეინი (63), 2:0 სონი (71)
გამოუყენებელი პენალტი: გიუნდოგანი (40)
გაძევება: ზინჩენკო (60)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლორისმა რომ წააქცია იყო პენალტი, მაგრამ თავი დავანებოთ მაგას - ზინჩენკო მხრის კვრის გამო რატომ იყო გასაყვითლებელი გაუგებარია.
1
Meoreze dzam meoreze
Irakli
23:03 02-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული