"ჩელსისა" და ლამპარდის ურთიერთობა იძაბება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მწვრთნელის ფრენკ ლამპარდისა და კლუბის ხელმძღვანელობის ურთიერთობა კეპა არისაბალაგას გამო იძაბება. ყველადროის ყველაზე ძვირი მეკარე მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. "ლესტერთან" წინააღმდეგ მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ადგილი მოედანზე ვეტერან ვილი კაბალიეროს დაუთმო. 

Daily Mirror-ის ცნობით, ლამპარდი საბოლოოდ დარწმუნდა არისაბალაგას არაეფექტურობაში და ზაფხულში მის ჩანაცვლებას აპირებს "ბარნლის" მეკარე ნიკ პაულით ან "კრისტალ პალასის" ვისენტე გუაიტუთი. თუმცა ლამპარდის გეგმებს არ იზიარებს კლუბის ხელმღძვანელობა, მათ შორის "ჩელსის" დირექტორი მარინა გრანოვსკაია. გრანოვსკაია ჯერ კიდევ ორი წლის წინ ცდილობდა კეპას გადმობირებას. ამჟამად
დირექტორის აზრით, არისაბალაგას გაშვება ფინანსურად წამგებიანი იქნება.

altლამპარდის "ჩელსი" სახლში კვლავ დამარცხდა - ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო [VIDEO]

altრომან აბრამოვიჩმა ურჩი კეპას გაყიდვა მოითხოვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული