ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს "ვესტ ჰემი" და "ბრაიტონი" ხვდებოდნენ, ლონდონური კლუბის ორმა ფანმა ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი ჟესტებით გამოიჩინა თავი. ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დააპატიმრეს და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.
"ახლა საქმე პოლიციაშია გადაცემული, თუმცა ნებისმიერ პირს, რომელიც დამნაშავედ იქნება ცნობილი, ცხოვრების ბოლომდე აეკრძალება "ვესტ ჰემის" როგორც საშინაო, ისე გასვლით თამაშებზე დასწრება. კლუბს არ გააჩნია ორმაგი სტანდარტები - ჩვენ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
თანასწორობა და მრავალფეროვნება "ვესტ ჰემის" საფუძველს წარმოადგენს და ჩვენი კლუბი განაგრძობს მოქმედებებს, რათა ნებისმიერმა პირმა,
ვინც ჩვენს სტადიონზე მოვა, საკუთარი გუნდის თამაშით სიამოვნების მიღება სხვების მსგავსად შეძლოს", - წერია კლუბის განცხადებაში.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით