"ნიუკასლ იუნაიტედის" შემტევმა ალან სენ მაქსიმენმა ინგლისის თასის შეხვედრაში "ოქსფორდს" გამარჯვების გოლი 116-ე წუთზე გაუტანა და იმხელა სიხარული მოუტანა თავისი გუნდის ფანებს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა BBC-ის პირდაპირი ეთერის საშუალებით "პასპორტი" მთელ ქვეყანას დაანახა.
თავად ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, ფანებისკენ იმიტომ გაიქცა, რომ ეს გამარჯვება მათთვის მნიშვნელოვანი იყო, ხოლო რაც შემდეგ იხილა, ამ ყველაფრით გაკვირებული დარჩა.
"ნიუკასლ იუნაიტედი" ინგლისის თასის შემდეგ ეტაპზე "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" წინააღმდეგ ითამაშებს. BBC-ის მაყურებლებს, ალბათ, წარმოდგენაც არ სურთ, რისი ნახვა შეიძლება მოუწიოთ, თუ ჩრდილოელები ამ ბარიერსაც დაძლევენ.