დიდი ბრიტანეთის პარლამენტის 16-მა წევრმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სახელზე სპეციალური მიმართვა გააავრცელა, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს "ნიუკასლ იუნაიტედის" გარიგების პროცესის შეწყვეტას სთხოვენ.
The Telegraph-ის ცნობით, მიმართვის მიზეზი ის გახდა, რომ კონსორციუმის სათავეში, რომელსაც ინგლისური კლუბის შეძენა სურს, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი დგას. პოლიტიკოსებმა განიხილეს გარიგების საკითხი და პრემიერს შეახსენეს, რომ პრინცს ბრალი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ორგანიზებაში ედება.
ამასთანავე, პოლიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს დიდი ბრიტანეთზე და აღნიშნეს, რომ მათი ქვეყანა და ბრიტანული სპორტი არ უნდა გამოიყენებოდეს ადამიანების რეპუტაციის
აღდგენის ინსტრუმენტად.
ჯერჯერობით "ნიუკასლ იუნაიტედის" მფლობელი მაიკ ეშლი გახლავთ, რომელიც არაერთხელ გამხდარა "კაჭკაჭების" გულშემატკივართა კრიტიკის ობიექტი. მისი მმართველობის დროს კლუბი ორჯერ გავარდა ინგლისის პრემიერლიგიდან, თუმცა დაბრუნება ორივეჯერ მოახერხა.