"ტოტენჰემის" ყოფილმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ აღიარა, რომ კვლავ პრემიერლიგაში მუშაობა სურს.
"მართალი გითხრათ, პრემიერლიგის რომელიმე გუნდს სიამოვნებით ჩავიბარებდი. ვიცი, ეს რთულია. უნდა დაველოდო. ვნახოთ, რა მოხდება.
ბევრი დრო მაქვს. შემიძლია ცოტა საკუთარ თავზე ვიფიქრო, მომავლისთვის მოვემზადო, რადგან არ იცი, ფეხბურთში რა მოხდება. ახალ გამოწვევას ველი. დარწმუნებული ვარ, ჩემი შემდეგი გუნდი ფანტასტიკური იქნება", - განუცხადა პოჩეტინომ Sky Sports-ის ჟურნალისტს.
"ბაიერნი" მაურისიო პოჩეტინიოს წარმომადგენელს შეხვდა
მაურისიო პოჩეტინიომ "იუვენტუსში" წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონი მოითხოვა