ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიის" შემტევი ჯეიდენ სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისთვის მზად არის.
Mirror-ის ცნობით, თუ ასეთი ტრანსფერი შედგება, სანჩო "იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
სანჩო "ბორუსიაში" 2017 წელს "მანჩესტერ სიტიდან" 7.8 მილიონ ევროდ გადავიდა. 84 შეხვედრაში ინგლისელმა 29 გოლი და 40 შედეგიანი გადაცემა მიიწერა, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი 11 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.
ადრე ბრიტანული პრესა წერდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" 19 წლის ფეხბურთელში 120 მილიონ ევროს გადაიხდიდა.
დორტმუნდის "ბორუსიამ" ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერი ფასი დაადო