"არ მახსოვს, რომელი მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ გასვლაზე 1:3-ს ვაგებდით. მომდევნო დღეს მოურინიო შემხვდა, თავის კაბინეტში მიმიყვანა და მკითხა, კარგად ვიყავი თუ არა. მე ვუპასუხე: "დიახ". შემდეგ მკითხა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა ამაში. მე ისევ დადებითად ვუპასუხე და მან მითხრა: "იმიტომ გეკითხები, რომ უქმეებზე ნამდვილი ნაგვის ტომარა იყავი". სიტყვასიტყვით ასე მითხრა. მე სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ მინდოდა, მოედანზე მეპასუხა. მახსოვს, რომ ამ სიტყვებმა ჩემზე
იმოქმედა. მაგრამ ძალიან მინდოდა მეჩვენებინა, რომ მსგავსზე რეაგირება შემეძლო.
მოურინიოს უყვარს გამარჯვება. ის ყველა საშუალებას გამოიყენებს. მე აქ მოვედი 19 წლის ასაკში და მან ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მივიღე შესაძლებლობა და ვთამაშობდი. არ ვიცი, სხვები რას ფიქრობენ, ყველას თავისი აზრი აქვს. თუმცა მე არ ვეთანხმები იმას, რომ მოურინიო ახალგაზრდებს შანსს არ აძლევს." - ციტირებს ზუმას Goal.com-ი.