ბრიტანული The Telegraph-ის ინფორმაციით, "ტოტეჰნემ ჰოთსპურისა" და "საუთჰემპტონის" ყოფილი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდეს და "მანჩესტერ სიტი" ჩაიბაროს.
არგენტინელი, "ლესტერის" მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსთან ერთად, "ქალაქელების" ხელმძღვანელობისთვის გვარდიოლას შემცვლელის მთავარი კანდიდატია.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს და ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაციის გასაჩივრების საქმეს თუ კლუბი ვერ მოიგებს, ესპანელი ინგლისს დატოვებს.