ჟოზე მოურინიო კვლავ ოხუნჯობს - ეხერხება და სახალისოდ მიზეზიც აქვს

AutoSharing Option
პრემიერლიგის 26-ე ტურში "ტოტენჰემმა" ბირმინგემში "ასტონ ვილა" სონის მიერ 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 დაამარცხა და მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. რა გასაკვირია ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "დეზების" მენეჯერ ჟოზე მოურინიოს კარგ ხასიათზე ყოფნა და ჩვეული ოხუნჯობა.

თავიდან ჟოზემ ჟურნალისტებს იქით მიმართა - თქვენ გინდათ, სონის გოლზე მკითხოთ თუ მის გაცუდებულ მომენტებზე? შემდეგ კი თამაში მოკლედ გაარჩია:

"ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ წაგება მეტოქეს არ დაუმსახურებია, რამეთუ მოსაგებად ბოლომდე იბრძოლა.

ეს სახალისოა, მაგრამ ვიტყოდი, რომ ალდერვეირელდმა სამ გოლში მიიღო მონაწილეობა: თავის კარშიც გაიტანა, მეტოქისაშიც
და ენგელსთან ბრძოლა წააგო, რომელმაც გაგვიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კვირაში ტობის შვილი შეეძინა, მთელი თავისი ცხოვრების გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 პოზიციიდან გასვლას, ეს შესაძლებლობა მხოლოდ ჩვენ როდი გვაქვს. ფანჯარა ბევრი კლუბისთვის გაიღო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული