სქოულზი: "იუნაიტედის" თამაშის ყურება შეუძლებელი იყო, თუმცა ფერნანდეშმა სიტუაცია შეცვალა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზე ბედნიერია გუნდში პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეშის გადმოსვლით. პოლი თვლის, რომ ბრუნომ "წითელი ეშმაკების" თამაში ბევრად გააუმჯობესა.

"ბრიუგესთან" მატჩი შესანიშნავი გამოვიდა. ბევრმა შეძლო საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება. ბრუნო ფერნანდეში ძალიან გამოირჩეოდა, ის თამაშის ტემპს აკონტროლებდა. პორტუგალიელმა თითქოს გამოაცოცხლა "იუნაიტედი". ადრე შეუძლებელი იყო გუნდის თამაშის ყურება, თუმცა ბრუნოს მეშვეობით სანახაობრივი ფეხბურთი დაბრუნდა. როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელი მოდის, ყველაფერი ცოცხლდება. როგორც წესი, უცხოელ მოთამაშეს ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ პორტუგალიელმა ეს ეტაპი სწრაფად დაძლია. იმედი მაქვს, ბრუნო ამ ფორმას სეზონის ბოლომდე
შეინარჩუნებს. მიკვირს, რატომ არავინ იყიდა ის "მანჩესტერამდე". ისიც მიკვირს, წინა წელს რატომ არ ვიყიდეთ." - ციტირებს პოლს goal.com-ი.

25 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" იანვრის ბოლოს 55 მილიონ ევროდ გადმოვიდა. მან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. 

altბრუნო ფერნანდეში: კრიშტიანომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემი თავი ურჩია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული