The Telegraph: "ლივერპული" ჩემპიონი ვერ გახდება? - კორონავირუსის გამო შესაძლოა, პრემიერლიგა შეჩერდეს

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ცნობით, არაა გამორიცხული, კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, ბრიტანეთის მთავრობამ სპორტული შეჯიბრებები შეაჩეროს.

სპორტული ტურნირები შეიძლება ორი თვით ან უფრო ხანგრძლივი ვადით შეაჩერონ. თუ ეს მოხდა, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ "ლივერპული" ჩემპიონი გახდეს, ვინაიდან ზოგიერთი მატჩი აღარ ჩატარდება.

თუ შეჯიბრებები შეჩერდა, პრემიერლიგის ხელმძღვანელობა კრებაზე გადაწყვეტს, ჩემპიონატის ჩატარებული მატჩების შედეგები ძალაში დატოვოს თუ გააუქმოს.

დიდ ბრიტანეთში 28 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსის 19 შემთხვევა დაფიქსირდა.

22 ტურის შემდეგ "ლივერპული" მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიმააააქროლებს კლოპის საუნდტრეკი გახდება )))
1111
20:29 28-02-2020
3
მე კი ვცხოვრობ კარგა ხანია საზღვარგარეთ, მაგრამ ჯერ გადათარგმნა არ მჭირდება
მიგრანტი
03:50 29-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული