"დე ხეას შეცდომების მიზეზი არასაკმარისი კონცენტრაციაა. მის მიერ შვიდ მატჩში დაშვებულმა შვიდმა შეცდომამ გუნდი სერიოზულად დააზარალა. ეს ტოპ-კლუბისთვის ძალიან ბევრია. უკეთ თამაშს უნდა შეეცადოს. უფრო კონცენტრირებული უნდა იყოს. ვფიქრობ, მისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელს ეს შეუძლია.
როდესაც შეცდომებზე მიგითითებენ, თქვენ რწმუნდებით, რომ პრობლემები გაქვთ. შესაძლოა, სწორედ ეს მოქმედებს ახლა დე ხეაზე", - ციტირებს შმეიხელს პრემიერლიგის საიტი.