Calciomercato-ს ცნობით, "არსენალი" "სასუოლოს" თავდამსხმელ დომენიკო ბერარდის აკვირდება.
ლონდონური კლუბი ბერარდის შეძენას ზაფხულში აპირებს, იქამდე კი კლუბის სკაუტები მის თამაშს იტალიის ჩემპიონატზე დააკვირდებიან.
25 წლის ბერარდი "სასუოლოს" აღზრდილია. 2013 წელს "იუვენტუსმა" 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა, 2015 წელს კი მშობლიურმა კლუბმა მისი ტრანსფერი 10 მილიონად გამოისყიდა და უკან დააბრუნა.
მიმდინარე სეზონში ბერარდიმ სერია A-ს 19 მატჩში (18 ძირითად შემადგენლობაში) 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო კონტრაქტი "სასუოლოსთან" 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.