"ლივერპულის" წყევლა და 10 წლის ბიჭის წერილი კლოპს - ინგლისელი ფანები მიზეზებს ეძებენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისთან" 2:0 მარცხის შემდეგ კვლავ პოპულარული ხდება "მანჩესტერ იუნაიტედის" 10 წლის ფანის, დარაგ კიორლის წერილი, რომელიც ბიჭუნამ იურგენ კლოპს მისწერა. წერილში დარაგი იურგენს სთხოვდა, რომ შეეწყვიტათ გამარჯვებების სერია.

ბოლო 4 მატჩიდან 3 მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელებში ფანებმა "ლივერპულის" მარცხი ე.წ. კიორლის წყევლას დააბრალეს.

"ლივერპულმა" წააგო "ატლეტიკოსთან", გადაურჩა "ვესტ ჰემს", განადგურდა "უოტფორდთან" და ეს ყველაფერი მას მერე დაიწყო, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" 10 წლის გულშემატკივარმა კლოპს გამარჯვებების შეწყვეტაზე წერილი მისწერა." - დაწერა "ტვიტერის" მომხმარებელმა.

"მას შემდეგ, რაც "იუნაიტედის" ახალგაზრდა გულშემატკივარმა ეს
წერილი კლოპს მისწერა, 0:1 მადრიდის "ატლეტიკოსთან", 0:3 "უოტფორდთან" და 0:2 "ჩელსისთან" - აღნიშნა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინგლისის თასზე "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ.

"ამ პატარა ფანმა წერილი ჯოჯოხეთიდან დაწერა და "ლივერპულში" გამოგზავნა, ახლა კი "ლივერპული" შეეჯახა ჯოჯოხეთს." - წერს გულშემატკივარი.

"ლივერპული" პრემიერლიგის უდავო ლიდერია. გუნდმა 28 მატჩში 79 ქულა დააგროვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Albert Valiakhmetov
"ლივერპული" პრემიერ ლიგის უდავო ლიდერია, გუნდმა 28 მატჩში 79 ქულა დააგროვა.
Albert Valiakhmetov
13:07 04-03-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული