"არსენალმა" შეიძლება "იუვენტუსის" მცველი იყიდოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ახლოს არის ტურინის "იუვენტუსის" 21 წლის მცველ მერიხ დემირალის შეძენასთან. ინგლისელები ოფიციალურ შეთავაზებას ზაფხულის დაწყებისთანავე გააკეთებენ.

Calciomercato-ს ცნობით, ადრე "იუვენტუსმა" მერიხზე უარი განუცხადა ისეთ კლუბებს, როგორებიცაა მადრიდის "ატლეტიკო" და "მილანი".

2019/20 წლების სეზონში დემირალმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა. Transfermarkt.com-ი მის ფასს 30 მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული