გვარდიოლა: მანჩესტერულ დერბიში მის წინააღმდეგ თამაშს ვისურვებდი, ის ტოპ ფეხბურთელია

AutoSharing Option
დღეს, 8 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზე მანჩესტერული დერბი გაიმართება და შეხვედრის წინ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მას შემდეგ რაც მწვრთნელი გავხდი, სულ ვამბობ, რომ მირჩევნია მოწინააღმდეგეს დანაკლისი არ ჰქონდეს.

ვისურვებდი ედენ აზარის წინააღმდეგ თამაშს "ბერნაბეუზე". არ მომწონს, რომ "წითლებს" რაშფორდი გამოაკლდათ და ჰარი კეინი "ტოტენჰემში" ვეღქარ თამაშობს. მე ტოპ ფეხბურთელებთან თამაში მომწონს, როცა ყველა მოთამაშე მწყობრშია.

ასე რომ, რაშფორდის ტრავმა ცუდი ამბავია "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრებისთვის. იმედია, ის სწრაფად გამოჯანმრთლებას შეძლებს. ვისურვებდი, მარკუსს დერბიშიც
მიეღო მონაწილეობა.

ახლა "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვფიქრობ, იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებენ,"- განაცხადა პეპმა.

რაშფორდმა ტრავმა იანვრის ბოლოს მიიღო. პრემიერლიგის მიმდიანარე სეზონში "წითლების" 10-იანმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული