სოლსკიაერი: "მანჩესტერს" 2-3 ფეხბურთელი და გამოცდილება სჭირდება, რათა ეს გავაკეთოთ...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ სიტის" 2:0 დამარცხების შემდეგ გუნდის პროგრესზე საუბრობს.

"ვგრძნობთ, რომ მუდმივად ვუმატებთ. ვხვდებით, რომ გვაკლია 2-3 ფეხბურთელი და ცოტა მეტი გამოცდილება, შემდეგ კი უკვე ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებდით.

გამუდმებით ვფიქრობთ, როგორ ავიწიოთ სატურნირო ცხრილში და მეტი ქულა ავიღოთ. "ჩელსი" და "ლესტერი", ჩემი აზრით, ჯერ კიდევ წინ არიან.

თუმცა ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. პროგრესი გვაქვს და გვინდა ჩვენზე წინ მყოფ გუნდებს დავეწიოთ, ჩვენ ხომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ", - განაცხადა სოლსკიაერმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული