"ჯერსი ბულსი", რომელიც ინგლისის მე-10 ლიგის დებიუტანტი იყო, 27 შეხვედრიდან 27-ივე მოიგო და ტიტულს "ლივერპულზე" ადრე დაეუფლა.
უკანასკნელ შეხვედრაში "ჯერსი ბულსმა" "ბრითიშ ეირვეისს" 2:0 სძლია და მე-9 ლიგაში გასვლა გაინაღდა. ეს ამ კლუბისთვის ისტორიული მოვლენაა.
"ჯერსი" ნორმანდიის კუნძულების გუნდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არ შედის, თუმცა არც საზღვარგარეთულ ტერიტორიად ითვლება. დიდი ხნის განმავლობაში კუნძულების კლუბებს არ ჰქონდათ უფლება, ბრიტანულ ლიგებში ეთამაშათ.