Daily Mail-ის ცნობით, პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენას აპირებს.
გამომცემლობის ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველი საკუთარ თავს "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს და ბრუნო ფერნანდეშის შედეგით აღფრთოვანებული მასთან შეთამაშებას აპირებს. თუმცა სულ რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა სიახლეები, რომ პოლი არ არის ბედნიერი ინგლისურ კლუბში და სერიოზულად განიხილავდა ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნებას.
2019/20 წლების წეზონში პოგბამ 7 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფრანგს სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა, თუმცა პოგბამ მიმდინარე კვირას ვარჯიშები ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო.