ესპანური გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიური "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის გადახალისებას აპირებს და 8 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.
წასვლის მთავარი კანდიდატები ნახევარმცველები - ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი არიან, რომელთაც კონტრაქტები 2021 წელს ეწურებათ. ამასთანავე, "ბარსა" ჩილელი ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართვას გეგმავს "ინტერთან" მოლაპარაკების პროცესში.
ასევე, "ბლაუგრანაში" მზად არიან შეელიონ მეკარე ნეტოს, მცველ სამუელ უმტიტისა და ექტორ ფირპოს, ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსა და თავდამსხმელ მარტინ ბრაიზვეითს, რომელიც 1 თვის წინ შეუერთდა გუნდს. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოუტინიოს მყიდველ კლუბს "ბარსამ" ვერ მიაღწია.