ცნობილი გახდა, ვის გაუშვებს "ჩელსი" ემერსონთან ერთად

AutoSharing Option
ლოდნონის "ჩელსის" მცველები, ემერსონი და ვიქტორ მოზესი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებენ.

Goal.com-ი იტყობინება, რომ ლონდონელები ორივე ფეხბურთელის გაყიდვით 30 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავენ, ამ თანხით კი მარცხენა მცველს შეიძენენ.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, "ჩელსი" ინტერესდებოდა ბენ ჩილუელით ("ლესტერი"), ალექს ტელესითა ("პორტუ") და ნიკოლას ტალიაფიკოთი ("აიაქსი").

შეგახსენებთ, მოზესი ამჟამად მილანის "ინტერშია" განათხოვრებული და გუნდი მას დაბრუნებისთანავე გაყიდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული