"ღირსეული" საქციელი - "ასტონ ვილას" კაპიტანმა ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და ცოტა ხანში...

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილას" კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და საკუთარი Range Rover-ით ავარიაში მოყვა.

The Sun-ის მიხედვით, გრილიშმა, კარანტინის წესების დარღვევით, ღამე ახლობელთან გაატარა. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა 89 000 ევროს ღირებულების ავტომობილი Range Rover დაამტვრა, 3 გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, თუმცა მეპატრონეებს ზარალის ანაზღაურებას შეჰპირდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე გრილიშმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც კორონავირუსის გამო საზოგადოების წევრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გრილიშმა 26 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული