"ლესტერს" შეუძლია კოუტინიო 30 მილიონად ინათხოვროს

AutoSharing Option
"ლესტერს" უნდა, ნახევარმცველი კოუტინიო იჯარის წესით აიყვანოს და ეს სიამოვნება 30 მილიონი ევრო დაუჯდება, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

კოუტინიოს დამატება "მელიების" მწვრთნელ ბრენდან როჯერსის სურვილია, რომელიც "ლივერპულში" მისი დამრიგებელი იყო. ისინი ერთმანეთთან დღემდე ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას.

კოუტინიოს სამსახურით აგრეთვე "ჩელსია" დაინტერესებული.

კოუტინიო "ბარსელონადან" "ბაიერნშია" განათხოვრებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 70 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული