"ტოტენჰემი" კეინს 200 მილიონ ფუნტად აფასებს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა თავიანთ თავდამსხმელსა და გუნდის კაპიტან ჰარი კეინს 200 მილიონ ფუნტად აფასებს. ასეთი ფასის დადებით, გუნდს იმედი აქვს, რომ ფორვარდს შეინარჩუნებენ და სხვა გუნდები ვერ შეძლებენ მის ყიდვას.

Daily Mail-ის ცნობით, "ტოტენჰემი" შემდეგი სეზონიდან პრემიერლიგაზე სერიოზულ ბრძოლას აპირებს და კეინი ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელია. ლონდონელები მზად არიან ყველა შესაძლო ხერხი გამოიყენონ, რათა ფეხბურთელი გუნდიდან არ წავიდეს.

მიმდინარე სეზონში კეინმა 25 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. იანვარში მან ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გამოსულა.

ადრე ფეხბურთელმა განაცხადა,
რომ ტიტულების მოგების წყურვილი ამოძრავებს და შესაბამისი ამბიციების გუნდში უნდა გადასვლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთ ფასად კორონა ვირუსამდეც არ იყიდნენ და ახლა ხომ ზღაპარშიც არავინ გადაიხდის ამხელა ფასს. კაინს სონოც რომ მიააყოლონ მაიც არავინ გადაიხდის 200 მილიონს.
G.LA
20:39 01-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული