Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის 900 თანამშრომელს სრულად გადაუხდის ხელფასს და სახელმწიფო დახმარებას არ საჭიროებს.
გამოცემის თანახმად, კლუბი ამ კვირაში პერსონალთან შეხვედრას გეგმავს. განიხილება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ფინანსური და გარდა ამისა, მოხალისეობრივი სამუშაოების შესრულება. კრიზისმა გამოიწვია სხვადასხვა სახის პრობლემა, რომლის მოგვარება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ითვალისწინებს. შესაბამისად, ზოგიერთი თანამშრომელი ნებაყოფლობით შეითავსებს ახალ მოვალეობებს.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერლიგა უვადოდ არის შეჩერებული.