კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონადან" "ბაიერნში" განათხოვრებული ნახევარმცველი კოუტინიო "ჩელსიში" გააგრძელებს კარიერას.
გამოცემის მტკიცებით, მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ და შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. "ჩელსი" ბრაზილიელს ერთწლიანი იჯარით აიყვანს და შემდეგ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.
ამ სეზონში 27 წლის კოუტინიომ 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბი მას 80 მილიონ ევროდ შეიძენდა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბი მას 80 მილიონ ევროდ შეიძენდა.