ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში "ჩელსის" ყოფილი მეკარე პიტერ ბონეტი გარდაიცვალა.
ლონდონურ გუნდში ბონეტიმ 729 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია. გულშემატკივრები მას "კატას" ეძახდნენ.
ინგლისის ნაკრებთან ერთად ბონეტი 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეროვნულ გუნდში ის ლეგენდარული გორდონ ბენქსის დუბლიორი იყო.