"ბარსელონამ" საბოლოოდ გადაწყვიტა თავდამსხმელ უსმან დემბელესთან გამომშვიდობება, - ამ ინფორმაციას "მარკა" ავრცელებს.
"ბარსამ" დემბელე 60 მილიონ ევრომდე ჩამოაფასა, მაგრამ მუშტარი მაინც არ ჩანს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მან იმედები ვარ გაამართლა, ტრავმებისადმი მიდრეკილია, დისციპლინაშიც მოიკოჭლებს და თანაც, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისისას ფეხბურთელების შეძენა გაჭირდება - უეჭველია, სატრანსფერო ფასების კლება შეუქცევადი პროცესია.
დემბელე "ბარსელონამ" 2017 წელს "დორტმუნდისგან" 125 მილიონ ევროდ იყიდა, კვლავ ტრავმირებულია, ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 5 მატჩში (3 ძირითად შემადგენლობაში) 1 გოლი გაიტანა, 1 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო,
ვარჯიშს კი, უკეთეს შემთხვევაში, აგვისტოში დაიწყებს.