"ბარსა" და "ჩელსი" ვარსკვლავურ გაცვლას ამზადებენ

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონა" და ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ვარსკვლავურ გაცვლას ამზადებენ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუნდებმა ერთმანეთში, შესაძლოა, ეს ორი ფეხბურთელი გაცვალონ: ფილიპე კოუტინიო და ნგოლო კანტე. ორივე მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით, 70 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსი" 29 წლის ფრანგი ნახევარმცველის ფორმით უკმაყოფილოა. ლონდონელებს არ აკმაყოფილებთ ის დონე, რასაც კანტე პაუზამდე რამდენიმე თვის განმავლობაში აჩვენებდა.

კოუტინიო კი, როგორც მოგეხსენებათ, იჯარის წესით მიუნხენის "ბაიერნში" არის განათხოვრებული და გერმანელები მის გამოსყიდვას არ აპირებენ. ფეხბურთელთან განშორება "ბარსელონასაც" სურს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნგოლო კანტეს გადაბირება ტურინის "იუვენტუსს", პსჟ-სა და მადრიდის "რეალს" სურდათ, ხოლო კოუტინიოს სავარაუდო მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურს" უკავშირებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული