"ბრაიტონის" მფლობელი: მოდით, ყველა ჩემპიონატში სახელფასო ჭერი შემოვიღოთ

AutoSharing Option
"ბრაიტონის" მფლობელი ტონი ბლუმი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო გამოდის ინიციატივით და ამბობს, რომ ყველა ჩემპიონატში სახელფასო ჭერი უნდა შემოიღონ.

"თუ ეს იმუშავებს, ჭერი მთელ მსოფლიოში უნდა შემოიღონ. ევროპაში ამის გაკეთება აუცილებელია, თუმცა ძალიან რთული იქნება. თუ ლიგები შეთანხმდებიან ამ ნაბიჯის გადადგმაზე, იურიდიული კითხვები მაინც გაჩნდება, რეგლამენტში რაღაცები შესაცვლელი გახდება. სხვა შემთხვევაში, თუ ამას არ გავაკეთებთ, ფეხბურთელების ხელფასები იმდენად გაიზრდება, რომ კლუბები მათ გადახდას ვეღარ შეძლებენ", - ციტირებს ბლუმს The Telegraph-ი.

2019/20 საფეხბურთო სეზონი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეჩერებულია. Worldometers-ის
ბოლო მონაცემებით, 2 183 581 ადამიანი დაინფიცირდა, 146 885 გარდაიცვალა, ხოლო 552 735 განიკურნა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრაიტონის "ამ" პრეზიდენტმა ... გამიკვირდა სათაური ესე რო არ წერია
ჯიმი
11:08 17-04-2020
0

სიახლეები პოპულარული