"არსენალის" ფეხბურთელებმა კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ერთი წლის განმავლობაში ხელფასების 12.5%-ით შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, მხოლოდ სამი და მათ შორის, მესუთ იოზილი არიან წინააღმდეგნი.
31 წლის იოზილი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - კვირაში 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.
"დეილი მეილის" ცნობით, "არსენალი" იოზილთან მოლაპარაკებას გააგრძელებს. ის ამბობს, რომ უკეთ უნდა გაერკვეს, თუ რამდენად აზარალა კლუბი ეპიდემიამ.
ფეხბურთელის აგენტმა და კლუბმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.