ფეხებზე მკიდია შენი კონტრაქტი, უნდა წახვიდე - ანუ როგორ გააგდო ვან გაალმა ვან პერსი მანჩესტერიდან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გაიხსენა საუბარი, რომელიც მასსა და "წითლების" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს შორის შედგა.

"ჩემსა და ვან გაალს შორის საუბარი შედგა. მან მითხრა: "ნუ, რობინ, ჩვენი გზები იყოფა. მე მწვრთნელი ვარ, შენ ფეხბურთელი - უნდა წახვიდე, შენი დრო მოვიდა". მე ვუპასუხე: "კი მაგრამ, მე ხომ კონტრაქტი მაქვს?" მან კი თქვა: "ეგ მე არ მანაღვლებს!"

ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, ეტყობოდა, რომ არაფერს ნანობდა. ვგრძნობდი, რაღაც მოდიოდა, მაგრამ არ ველოდი, ასეთი უმოწყალო თუ
იქნებოდა. ასევე, მთავარი იყო, როგორ თქვა ეს ყველაფერი...

როცა მსგავს რამეს ისმენ, გონებაში უამრავი აზრი გიჩნდება. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მქონდა. ჩემი ოჯახი ბედნიერი იყო. ეს ინგლისში გატარებული ჩემი მე-11 წელი იყო. მოგვწონდა იქ ცხოვრება, ახლა კი რა იქნებოდა?

შვილები სკოლაში დადიან, იქ მეგობრები ჰყავთ. ეს ყველაფერი უწყვეტად მოედინებოდა ჩემს თავში. რა რეაქცია უნდა მქონოდა ამაზე?

ვუთხარი: "ვნახოთ, რა მოხდება. ეს თქვენი აზრია. თუმცა მე კონტრაქტი მაქვს, ინგლისსა და "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერი ვარ. ასე რომ, ვნახოთ". ავდექი, ხელი ჩამოვართვი და წავედი", - განაცხადა ვან პერსიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვან პერსის დონის ფეხბურთი იმის მერე არავის უთამაშია მანჩესტერში. უბრალოდ დანარჩენი გუნდი იყო სრული ნაგავი. მომდევნო მწვრთნელების დროს გამოჩნდა, როგორი საშუალო დონის ფეხბურთელებით ათამაშებდა ფერგიუსონი დიდ ფეხბურთს.
Lasha
13:57 21-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული