"სიტის" მეკარე ედერსონი: ფეხბურთის თამაშის დაწყებიდან, ის ჩემი კერპი იყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა მეკარე ედერსონ მორაესმა goal.com-თან საუბარში თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა.

"ჩემი კერპი ყოველთვის როჟერიო სენი იყო. როცა სკოლაში ფეხბურთის თამაში დავიწყე, მაშინ საყვარელი ფეხბურთელი არ მყავდა. საერთოდაც, ბავშვობის საწყის წლებში ფეხბურთი დიდად არც მიყვარდა.

ფეხბურთზე კვირაში 3-ჯერ დავდიოდი, ესეც ჩემი ძმის გავლენით და იმ მიზეზით, რომ იქ მეგობრებიც იყვნენ ხოლმე.

ამის შემდეგ საფეხბურთო მატჩებზე რეგულარულად დასწრებაც დავიწყე, საფეხბურთო სკოლაში შევედი და რაც მეკარე გავხდი, მას შემდეგ ჩემი მისაბაძი მაგალითი როჟერიო სენი იყო.

აი, მას შემდეგ და სამუდამოდაც, ის
ჩემი შთაგონების წყარო და საფეხბურთო კერპი გახდა", - აღნიშნა მორაესმა.

ამ ისტორიის გარდა, "სიტის" კიპერმა ბავშვობის წლებიც გაიხსენა.

"მახსოვს, ფეხბურთზე სიარული დიდი თავგანწირვა იყო. მახსოვს, დილით 5 საათზე მაღვიძებდა მამაჩემი, სან პაულუში ვარჯიშზე მისვლა რომ მომესწრო.

ორ ავტობუსს ვიცვლიდი, შემდეგ კი კლუბის ავტობუსში გადავჯდებოდი და იმავე გზას ვატარებდი უკან, სახლისკენ მომავალი.

ზოგჯერ სადილის საჭმელად დროც კი არ მქონდა, რადგან პირდაპირ სკოლაში უნდა წავსულიყავი. ასე რომ, ჩემი ყოველდღიური რუტინა ასეთი იყო: ვარჯიში-სკოლა ან სკოლა-ვარჯიში.

ზოგჯერ სახლში დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ჭამას ვასწრებდი და მაშინვე ვიძინებდი, რადგან დილით ყველაფერი თავიდან იწყებოდა", - განაცხადა ედერსონმა.

2017 წელს მორაესი "ბენფიკას" რიგებიდან შეუერთდა "მანჩესტერ სიტის". "ქალაქელებმა" ბრაზილიელი მეკარის სანაცვლოდ პორტუგალიელებს 35 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

რაც შეეხება როჟერიო სენის, ის "სან პაულუს" ლეგენდა გახლავთ. სენის ფეხბურთის ისტორიაში მეკარეებს შორის საკლუბო დონეზე ყველაზე მეტი გოლის აქვს გატანილი. მეტოქეების დამწუხრება ბრაზილიელმა 131-ჯერ მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული