ჰენდერსონი: მესისთვის მაისურის გაცვლა? ამას არასდროს გავაკეთებ!

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართული ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ნახევარფინალური დაპირისპირება გაიხსენა და აღნიშნა, თუ რატომ არ გაუცვალა მაისური ლიონელ მესის.

"ისე მოხდა, რომ მოედანზე საკმაოდ მალე გამოვედი - ნაბი კეიტამ ტრავმა მიიღო. კარიერაში პირველად ვთამაშობდი მოედანზე მესისთან ერთად. ბუნებრივია, "ღმერთო, ეს ხომ მესია", ასეთი აზრები თავში არ მომსვლია.

თუმცა, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ თამაში და მისი ფეხბურთისთვის ტელევიზორში თვალის მიდევნება სრულიად განსხვავებული რამ არის. ლეო ძალიან სწრაფია.

ვფიქრობდი თუ არა მესისთან მაისურის გაცვლაზე? არა, ამას არასდროს გავაკეთებ,
ეს ჩემს წესებში არ შედის. როცა "სანდერლენდში" ვთამაშობდი, როი კინმა მითხრა, თუ ვინმეს მაისურს სთხოვ, ჩათვალე, რომ მას ქვემოდან უყურებო" - აღნიშნა ჰენდერსონმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰენდერსონ, პირდაპირ მესი სულ შენს მაისურის გაცვლაზე ფიქრობდა, ოღონდაც გამიცვალოსო. ვაი შენს პატრონს უბადრუკო.
ვახო
17:30 27-04-2020
19
4-0 ზე გაბითურებული,გაბანძებული მესის მაიკა სარეცხის მანქანაში მოათავსეს
სიმართლე
21:27 27-04-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული