აგუერო: მოედანზე დაბრუნების მეშინია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდი სერხიო აგუერო სეზონის განახლებაზე საუბრობს და საკმაოდ პესიმისტურად არის განწყობილი.

"ვიცი, რომ ფეხბურთელების უმრავლესობას არ ენდომება მოედანზე დაბრუნება. მათ უბრალოდ თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ეშინიათ. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრ ჩვენგანს ოჯახი ჰყავს.

მეც მეშინია. ახლა სახლში ვიმყოფებით მე და ჩემი მეგობარი გოგონა, სხვა არავინაა. თუ ვინმეს დავაინფიცირებ, მხოლოდ ისაა.

ამბობენ, ვირუსის მოხდა უსიმპტომოდაც შეიძლებაო. ვინ იცის, იქნებ ახლა დაინფიცირებულიც ვარ?" - ციტირებს აგუეროს El Chiringuito.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული